კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 113.4%-ით გაიზარდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-მარტში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 846 441 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 396 628 ლარის აკუმულირება მოხდა.
ცნობისთვის, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.
The post კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 113.4%-ით გაიზარდა appeared first on .