“მისი უწმინდესობის განსაკუთრებული თვისება იყო საოცარი მოწიწება მიცვალებულთა მიმართ”- მეუფე
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით იქადაგა. მეუფემ პატრიარქის განსაკუთრებულ თვისებებზეც ისაუბრა. “დღეს განსაკუთრებით ვიხსენიებთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. გვახსენდება მისი ცხოვრება, მისი მოღვაწეობა, ყოველი დეტალი, მისი ყოველი ნათქვამი. იგი მრავალმხრივ იყო მაგალითი ჩვენთვის სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ დღეს მინდა მათ შორის გამოვყო ერთი-ერთი თვისება. ალბათ მეუფეებიც და ყოველი თქვენგანიც დამეთანხმება, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული თვისება იყო საოცარი მოწიწება მიცვალებულთა მიმართ, მისი მშობლების მიმართ, ჩვენ გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა, წინაპრების მიმართ, მეფეების, დედოფლების, კათოლიკოს-პატრიარქების… The post “მისი უწმინდესობის განსაკუთრებული თვისება იყო საოცარი მოწიწება მიცვალებულთა მიმართ”- მეუფე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →