თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 181.6%-ით გაიზარდა
თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 181.6%-ით გაიზარდა – 3 თვეში ხაზინა 5.4 მლნ ლარით შეივსო – ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-მარტში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 5 440 758 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 1 932 071 ლარი. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა. ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 3 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 79 697 775 ლარი შევიდა, 2025 წელის ანალოგიურ პერიოდში – 38 702 890 ლარი.… The post თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 181.6%-ით გაიზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →