სიახლე

“თუნდაც არ ქომაგობდეთ ოზურგეთის “მერცხალს“, გთხოვთ, მსგავს ქმედებებს მოვერიდოთ”- საფეხბურთო კლუბი განცხადებას ავრცელებს

GuriaNews

საფეხბურთო კლუბი ოზურგეთის “მერცხალი“ განცხადებას ავრცელებს. საფეხბურთო კლუბი ქომაგებს სტადიონის ინვენტარის გაფრთხილებას და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს. “პირველ საშინაო თამაშზე გულშემატკივართა დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით — თითქმის მთელი რაიონი ჩვენი გუნდის გვერდით იდგა და ამისთვის გულწრფელად მადლობელი ვართ. სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ ისეთებიც ვინაც სტადიონის ინვენტარი (სკამები) შეგნებულად დააზიანა. გვესმის, რომ ემოციები ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ძალიან გთხოვთ, გავუფრთხილდეთ იმ გარემოს, […] The post “თუნდაც არ ქომაგობდეთ ოზურგეთის “მერცხალს“, გთხოვთ, მსგავს ქმედებებს მოვერიდოთ”- საფეხბურთო კლუბი განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საფეხბურთო კლუბი ოზურგეთის “მერცხალი“ განცხადებას ავრცელებს.

საფეხბურთო კლუბი ქომაგებს სტადიონის ინვენტარის გაფრთხილებას  და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს.

“პირველ საშინაო თამაშზე გულშემატკივართა დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით — თითქმის მთელი რაიონი ჩვენი გუნდის გვერდით იდგა და ამისთვის გულწრფელად მადლობელი ვართ.  სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ ისეთებიც ვინაც სტადიონის ინვენტარი (სკამები) შეგნებულად დააზიანა. გვესმის, რომ ემოციები ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ძალიან გთხოვთ, გავუფრთხილდეთ იმ გარემოს, რომელსაც ყველა ერთად ვქმნით. ჩვენი სტადიონის ყველა თანამშრომელი ყოველდღიურად შრომობს, რათა მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო პირობები შეთავაზოს სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს. ამიტომ, თუნდაც არ ქომაგობდეთ ოზურგეთის “მერცხალს“, გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის შრომას და მსგავს ქმედებებს მოვერიდოთ. ერთად შევქმნათ უკეთესი გარემო სტადიონზე .

წინასწარ გიხდით მადლობას”,_ აცხადებს “მერცხალი”.

The post “თუნდაც არ ქომაგობდეთ ოზურგეთის “მერცხალს“, გთხოვთ, მსგავს ქმედებებს მოვერიდოთ”- საფეხბურთო კლუბი განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი