სიახლე

„ოცნების“ ახალი სარჩელი – ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს „ფედერალისტები“ დაემატება

მედიაცენტრი

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს, ძველ სარჩელს კი უკან გამოითხოვს. ახალი სარჩელის საფუძველზე იმ პარტიების ჩამონათვალს, რომელთა აკრძალვის მოთხოვნითაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, პარტია „ფედერალისტები“ ემატება. „ჩვენ დღეს მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით, ამავე დროს, გამოვითხოვოთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა შეტანილი და მივმართავთ ახალი დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც გავზრდით პარტიების რაოდენობას. კერძოდ თუკი თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში ეს იყო სამი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო“, ახალ კონსტიტუციურ სარჩელში ამ სამ პარტიასთან ერთად იქნება „ფედერალისტური“ პარტია.… The post „ოცნების“ ახალი სარჩელი – ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს „ფედერალისტები“ დაემატება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი