ირანი ამერიკის ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებს – რა მოხდა ომანის ყურეში?!
აშშ-ის სამხედრო ძალების მხრიდან ირანულ სატვირთო გემზე შეტევასთან დაკავშირებით განცხადებას ირანული მხარეც აკეთებს და ამბობს, რომ აშშ-ის ძალებს სათანადო პასუხს გასცემენ. „აგრესორი შეერთებული შტატები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით და საზღვაო გზის ძარცვით, ომანის ზღვის წყლებში ირანულ კომერციულ გემს დაესხა თავს. აშშ-მა გაანადგურა გემის სანავიაგაციო აღჭურვილობა და გემბანზე ჯარისკაცები განალაგა, რაც აგრესიის აქტის განხორციელებაა. ვაფრთხილებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მალე უპასუხებენ და საპასუხო ზომებს მიმართავენ აშშ-ის შეიარაღებული მეკობრეობის წინააღმდეგ“, – ასე პასუხობს ირანი შტატებს. ამერიკულმა ძალებმა ირანულ გემს შეუტიეს – რას ამბობს ტრამპი?! The post ირანი ამერიკის ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებს – რა მოხდა ომანის ყურეში?! appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →