სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს და10 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ – დაკავებულია 4 პირი
დააკავეს 4 პირი, რომლებმაც შსს-ს ინფრომაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს , საიდანაც 10 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ – ფაქტები გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დროს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 2007 წელს დაბადებული ი.ი., 2006 წელს დაბადებული ლ.გ., 2007 წელს დაბადებული ე.ა. და 2006 წელს დაბადებული ა.მ. “სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე პირები ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია შსს-ს განცხადებაში. The post სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს და10 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ – დაკავებულია 4 პირი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →