სკოლაში მოსწავლემ მოსწავლე შემთხვევით საკანცელარიო დანით დააზიანა. შემთხვევა მარნეულის №4 საჯარო სკოლაში მოხდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია “მარნეულინიუსი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულ მოსწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
The post სკოლაში მოსწავლემ მოსწავლე საკანცელარიო დანით დააზიანა- შსს-მ გამოძიება დაიწყო appeared first on გურია ნიუსი.