“ივანიშვილისთვის სრულიად კატასტროფული სცენარით განვითარდა საერთაშორისო კონტექსტი” – ნინო ჯანგირაშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 23 Feb 2026, 07:52

სააგენტო "პარალელი" “ივანიშვილისთვის სრულიად კატასტროფული სცენარით განვითარდა საერთაშორისო კონტექსტი” – ნინო ჯანგირაშვილი ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თავის შარშანდელ ვარაუდებს იხსენებს და პარალელს ავლებს მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან: “შარშანდელი თებერვლის მემორი ამომიგდო, ვწერდი ივანიშვილისთვის სასარგებლო “რასკლადი“ აღარასდროს დაჯდება მეთქი დედამიწაზე. მაშინ ტრამპის მოსვლით და ზელენსკისთან მისი ჩხუბით ხარობდნენ ქოცები. გავიდა ერთი წელი და მართლაც, ივანიშვილისთვის სრულიად კატასტროფული სცენარით განვითარდა საერთაშორისო კონტექსტი. კოშმარულ სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდა, ისეთი […] “ივანიშვილისთვის სრულიად კატასტროფული სცენარით განვითარდა საერთაშორისო კონტექსტი” – ნინო ჯანგირაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ივანიშვილისთვის სრულიად კატასტროფული სცენარით განვითარდა საერთაშორისო კონტექსტი” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თავის შარშანდელ ვარაუდებს იხსენებს და პარალელს ავლებს მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან:

შარშანდელი თებერვლის მემორი ამომიგდო, ვწერდი ივანიშვილისთვის სასარგებლო “რასკლადი“ აღარასდროს დაჯდება მეთქი დედამიწაზე.

მაშინ ტრამპის მოსვლით და ზელენსკისთან მისი ჩხუბით ხარობდნენ ქოცები.

გავიდა ერთი წელი და მართლაც, ივანიშვილისთვის სრულიად კატასტროფული სცენარით განვითარდა საერთაშორისო კონტექსტი. კოშმარულ სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდა, ისეთი სცენარით.

რუსების შიშით რეგიონში შემოსულ შტატებს ვერაფერს ვერ შესთავაზებს რეალურად და შეიძლება რუსებმა მოსთხოვონ, აქ გლობალური პროექტების საბოტაჟირებაც კი დაიწყოს. თან, მეორეს მხრივ, ამერიკის ეშინია, და სრულიად საფუძვლიანად.

ორ ცეცლს შუაა და დიდი ალბათობით ორივეზე ერთდროულად დაიბრაწება.

მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადარჩეს, თუ ჩვენ ყველანი გადავწყვეტთ, რომ უბრალოდ სახლში უნდა გამოვიკეტოთ, ძალიან მოგვწონს ბ–ნი ბიძინას დიქტატურა, როგორმე უნდა გადავარჩინოთ და დღეში ათასხუთასი შეცდომა დავუშვათ“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ივანიშვილისთვის სრულიად კატასტროფული სცენარით განვითარდა საერთაშორისო კონტექსტი” – ნინო ჯანგირაშვილი
პარალელი


რელევანტური