ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა – ტრამპის მუქარა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გაანადგურებენ ირანის გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას შეეცდებიან. „ირანის საზღვაო ძალები ზღვის ფსკერზეა, სრულიად განადგურებული – 158 გემი. ის, რასაც არ დავარტყით მათი მცირერიცხოვანი, ე.წ. „სწრაფი შეტევის გემებია“, რადგან ისინი დიდ საფრთხედ არ მივიჩნიეთ. გაფრთხილება: თუ ამ გემებიდან რომელიმე ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ისინი დაუყოვნებლივ განადგურდებიან იმავე სისტემის გამოყენებით, რომელსაც ზღვაში ნავებზე ნარკოდილერების წინააღმდეგ ვიყენებთ. ეს სწრაფი და სასტიკი პროცესია. P.S. აშშ-ში ოკეანის ან ზღვით შემოსული ნარკოტიკების 98.2% შეჩერებულია!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. The post ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა – ტრამპის მუქარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →