სიახლე

უნგრეთში ამომრჩეველთა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

მედიაცენტრი

უნგრეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთ საათზე მეტი დრო რჩება და აქტივობამ 17:00 საათისთვის 74.23%-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2002 წელს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 73.51%-ს, უკვე გადააჭარბა. „ბევრი ადამიანი მიდის არჩევნებზე. თუ გვინდა უნგრეთის უსაფრთხოების დაცვა, არცერთი პატრიოტი არ უნდა დარჩეს სახლში“, – განაცხადა ორბანმა. პიტერ მადიარის თქმით, ყოველი ხმა შეიძლება გადამწყვეტი იყოს. „ახლა ყველაფერი უნდა გავიღოთ, რაც შეგვიძლია! მიეცით ხმა და წაახალისეთ ყველა, ეს გააკეთონ. ყოველი ხმა შეიძლება გადამწყვეტი იყოს!“ – განაცხადა „ტისას“ ლიდერმა. The post უნგრეთში ამომრჩეველთა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი