უნგრეთი დაბლოკავს სესხის გაცემას უკრაინისთვის, ვიდრე კიევი არ განაახლებს რუსული ნავთობის ტრანზიტს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 23 Feb 2026, 18:57

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი დაბლოკავს ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემას უკრაინისთვის, ვიდრე კიევი არ განაახლებს რუსული ნავთობის ტრანზიტს „დრუჟბას“ მილსადენით. ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი მიმართულ წერილში განმარტა, რომ უნგრეთი თავდაპირველად არ ეწინააღმდეგებოდა გადაწყვეტილებას 2026-2027 წლებში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ, იმ გაგებით, რომ სესხი გავლენას არ მოახდენდა ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ფინანსურ ვალდებულებებზე, თუმცა, ორბანის თქმით, „უახლოესმა მოვლენებმა“ აიძულა, პოზიცია შეეცვალა. ორბანმა ეს „მტრობის აქტად“ შეაფასა, რომელიც უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ძირს უთხრის. The post უნგრეთი დაბლოკავს სესხის გაცემას უკრაინისთვის, ვიდრე კიევი არ განაახლებს რუსული ნავთობის ტრანზიტს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური