განახლდა
დღეს: 64 სიახლე
Metronome

“უნგრეთმა ირანს ისრაელის მიერ 2024 წელს „ჰეზბოლას“ პეიჯერებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შესთავაზა” – The Washington Post

The Washington Post-ის გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთმა ირანს ისრაელის მიერ 2024 წელს „ჰეზბოლას“ პეიჯერებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შესთავაზა. გამოცემამ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომელიც უნგრეთის მთავრობის შიდა დოკუმენტაციასა და სპეცსამსახურების…

იხილე სრულად: metronome.ge ↗
მედიაცენტრი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიში: ევროკავშირი 6 ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია

ევროკავშირი ჩაერია არჩევნებში და არ დაუშვა თავისუფალი კენჭისყრა სლოვაკეთში (2023 წელს), ნიდერლანდებში (2023/2025 წლებში), საფრანგეთში (2024 წელს), რუმინეთში (2024 წელს), მოლდოვასა (2024 წელს) და ირლანდიაში (2024/2025 წლებში), – ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშში, რომელიც…

Metronome

ბუდაპეშტის შესაძლო კავშირები თეირანთან – The Washington Post აბას არაღჩისა და პეტერ სიიარტოს ზარის შესახებ წერს

ბუდაპეშტის შესაძლო კავშირები თეირანთან – The Washington Post უნგრეთის მთავრობის შიდა დოკუმენტაციასა და სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ ჩანაწერებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უნგრეთმა ირანს ისრაელის მიერ 2024 წელს „ჰეზბოლას“ პეიჯერებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება…

Trialeti

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ფონზე, ჩრდილოეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. „ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირა“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები. ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ფონზე, ჩრდილოეთ…

Metronome

“სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ X-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სანამ თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრი იქნება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. “სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის…

Trialeti

ისრაელის მე-12 არხის ცნობით, არსებობს იმის ნიშნები, რომ, დღეს დილით ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია აიათოლა ალი ხამენეი. ინფორმაცია, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება. ამასთან, Reuters-ის ცნობით, შესაძლოა, ისრაელის საჰაერო დარტყმებს ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე და ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური მოჰამედ პაკპური ემსხვერპლა.

სავარაუდოდ, ისრაელის დარტყმების შედეგად აიათოლა ხამენეი დაიღუპა, - ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის მე-12 არხის ცნობით, არსებობს იმის ნიშნები, რომ, დღეს დილით ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია აიათოლა ალი ხამენეი. ინფორმაცია…

Metronome

უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა – პიტერ სიიარტო

უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა – აღნიშნულის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. “ჩვენ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ვბლოკავთ იქამდე, ვიდრე უნგრეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენის…

ტვ ოდიში

SJC- 2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები დაამუშავა და დასაქმების მიმართულებით არსებული სტატისტიკა შეისწავლა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წელთან შედარებით, 2024 წელს, ეკონომიკურად აქტიური…

Metronome

ისრაელის სამხედრო შტაბის უფროსი აცხადებს, რომ უახლოეს საათებში „ისრაელის მიმართულებით შესაძლო ცეცხლისთვის“ ემზადებიან

ისრაელის სამხედრო შტაბის უფროსი ეიალ ზამირი აცხადებს, რომ უახლოეს საათებში ისრაელის მიმართულებით შესაძლო ცეცხლისთვის ემზადებიან. ამასთან, მედიის ინფორმაციით, არსებული საშიშროების გამო, ეიალ ზამირი ისრაელის სამხედრო მეთაურებს ხვდება. ისრაელის სამხედრო შტაბის უფროსის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები…

Trialeti

თუ ლიბანი „ჰეზბოლას“ თავდასხმებს არ შეაჩერებს, მაშინ ამას ისრაელი თავად გააკეთებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. ისრაელ კაცის ცნობით, მან და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს უბრძანეს, რომ „ლიბანში მოქმედების გაფართოებისთვის მოემზადონ“. ცნობისთვის, ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის განახლების შემდეგ ლიბანში ისრაელის დარტყმების შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თუ ლიბანი „ჰეზბოლას“ თავდასხმებს არ შეაჩერებს, მაშინ ამას ისრაელი თავად გააკეთებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. ისრაელ კაცის ცნობით, მან და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს უბრძანეს, რომ „ლიბანში მოქმედების…

Trialeti

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში მიწისქვეშა რაკეტების საწარმოსა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო აკადემიას დაარტყეს. ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, თეირანსა და ცენტრალურ ირანში დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მათივე ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალების 80-ზე მეტმა ავიაგამანადგურებელმა 230 ბომბი ჩამოაგდო. ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ომი ახალ ფაზაში შედის და ირანის იარაღის საწარმოო ობიექტებზე დარტყმები ძლიერდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში მიწისქვეშა რაკეტების საწარმოსა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო აკადემიას დაარტყეს. ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, თეირანსა და ცენტრალურ ირანში დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მათივე ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო…

მედიაცენტრი

,,უნგრეთმა უკრაინას „ოსჩადბანკის“ ჩამორთმეული თანხები დაუბრუნა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინას „ოსჩადბანკის“ ჩამორთმეული თანხები დაუბრუნა. „მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნგრეთთან ურთიერთობებში: დღეს უნგრეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მიმდინარე წლის მარტში ჩამორთმეული „ოსჩადბანკის“ თანხები და ძვირფასეულობა დააბრუნეს. მაშინ…

Timer

ზელენსკი: უნგრეთმა უკრაინას “ოსჩადბანკის” ჩამორთმეული თანხები დაუბრუნა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უნგრეთმა უკრაინას „ოსჩადბანკის“ ჩამორთმეული თანხები დაუბრუნა. „მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნგრეთთან ურთიერთობებში: დღეს უნგრეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მიმდინარე წლის მარტში ჩამორთმეული „ოსჩადბანკის“ თანხები და ძვირფასეულობა…