9 აპრილის მემორიალთან დღეს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე უწყებას არავინ არ დაუკავებია. ცნობისთვის, პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილით აქტივისტებსა და მოქალაქეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების განმუხტვის მომენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთი აქტივისტი, შაკო ბაღდოშვილი, ტერიტორიიდან წაიყვანეს. როგორც ადგილზე მყოფმა სხვა აქტივისტებმა განაცხადეს, უცნობი მოქალაქე მათთან მივიდა და მიმართა: „ნაცებო, ნაცებო“, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. The post 9 აპრილის მემორიალთან დღეს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →