სიახლე

წვიმა, ძლიერი ქარი, სეტყვა – მეტეოროლოგის გაფრთხილება

Alia

8-12 აპრილის პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე წერს. „მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები- დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა. დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი. შესაძლო საფრთხეები:- წყალდიდობა- მეწყერული პროცესების განვითარება, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება, ლოკალური სეტყვა- ძლიერი ქარის […] The post წვიმა, ძლიერი ქარი, სეტყვა – მეტეოროლოგის გაფრთხილება appeared first on .

პირველწყარო →

8-12 აპრილის პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე წერს.

„მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები- დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა.

დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი.

შესაძლო საფრთხეები:- წყალდიდობა-
მეწყერული პროცესების განვითარება,
ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება,
ლოკალური სეტყვა- ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზარალი.

რეკომენდაციები:- მოსახლეობამ და მძღოლებმა გამოიჩინონ სიფრთხილე გადაადგილებისას, ფერმერებმა მიიღონ პრევენციული ზომები მოსავლისა და მეურნეობის დასაცავად, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი წაყინვის გამო, სასურველია მცენარეთა და ცხოველთა დაცვა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: გაფრთხილება არ არის შეშინება, არამედ ინფორმაციის გაზიარება თქვენი უსაფრთხოებისთვის.

მშვიდობიან დღეებს გისურვებთ“, – წერს კობა ფარტენაძე.

The post წვიმა, ძლიერი ქარი, სეტყვა – მეტეოროლოგის გაფრთხილება appeared first on .


მსგავსი