სააგენტო "პარალელი"
“ამ თახსირებს, უკვე 13 წელია პოლიტკორექტული მიხვრა-მოხვრით ასულდგმულებს “ნაციქოციერთია” რეგვენი მასა…” – მაია ნადირაძე
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრის მაია ნადირაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მწვავე შეფასება-მინიშნებებს აკეთებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობასა და კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით:
“ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში (უფრო სწორად, რუსის გრუზიაში), რომელსაც აკონტროლებს ბუჩქებში შემალული შხამიანი ქვეწარმავალი, მისი სურვილების აღსრულებას დირიჟორობს სოციოპატი ნარცისი და მის განკარგულებაში არიან მდაბიო უწიგნურები.
ამ თახსირებს, უკვე 13 წელია პოლიტკორექტული მიხვრა-მოხვრით ასულდგმულებს “ნაციქოციერთია” რეგვენი მასა… თავის დებატებით, პარლამენტში შეგრიალებით, მათთან ხვანცალით, ფლირტით და ხშირად მერკანტილური გარიგებებითაც.
აფერუმ თქვენ საქმიანობას!
უი, 4 ოქტომბრის დაგმობა არ დაგავიწყდეთ, ღმერთი არ გაგიწყრეთ!
ასეთ დროს ტროტუარზე სეირნობა და ლოზუნგი “ცეცხლი ოლიგარქიას” ფაქტიურად გამარჯვებაა უკვე. არა?!
ხალხს რომ შხამს “აპკურებენ”, ჯარს საწამლავს რომ აჭმევენ და სააკაშვილი რომ ხალხს ასუქებდა, მაგაზე ვწერ“, – აცხადებს მაია ნადირაძე.
“ამ თახსირებს, უკვე 13 წელია პოლიტკორექტული მიხვრა-მოხვრით ასულდგმულებს “ნაციქოციერთია” რეგვენი მასა…” – მაია ნადირაძე
პარალელი