“რუსეთი შეთანხმებებს არ ასრულებს, მათ შორისაა საქართველოდან ჯარების გაყვანა”- კალასი — Cnoba
“ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტი გავუზიარე იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხრიდან უნდა ვნახოთ” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა. „თუმცა, პირველი საკითხია ის, რომ რუსეთმა პატივი სცეს უკვე არსებული საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანას ითვალისწინებს“, – განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით, სულ მცირე, 30 შეთანხმება და ვალდებულებაა, რომლებსაც რუსეთი ახლა არ ასრულებს. „მოლდოვაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას დიდი ხნის წინ დათანხმდნენ. ასევე, იგივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც“, – აღნიშნა მან. The post “რუსეთი შეთანხმებებს არ ასრულებს, მათ შორისაა საქართველოდან ჯარების გაყვანა”- კალასი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.