საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შედის — Cnoba

Knews სიახლე 23 Feb 2026, 15:35

knews.ge საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შედის “ქართულ ოცნებას“ ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება. “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი The post საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შედის appeared first on knews.ge.

knews.ge
საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შედის

“ქართულ ოცნებას“ ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება.

“საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე – 18 წლის ასაკიდან. პროექტით ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.

ამავე ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.

“საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ინიციატორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი დეპუტატები არიან.

ცნობისთვის, პარლამენტმა 2025 წლის დეკემბერში, “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსი“ მიიღო. ახალი საარჩევნო კოდექსით არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი წესები შეიცვალა და ახლებურად დარეგულირდა.

The post საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შედის appeared first on knews.ge.


რელევანტური