სიახლე
ძლიერი სეტყვა და ქარი ლაგოდეხში – სტიქიამ ხეხილი და ვენახები დააზიანა
მედიაცენტრი
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახლად აყვავებული ხეხილი და ვენახები დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ბაისუბანში ძლიერი სეტყვა და ქარი 30 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. სოფელში ამბობენ, ვენახებში ახლადგამოსული კვირტი თითქმის აღარ დარჩა, რაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს ფერმერებს. წვიმა და სეტყვა წუხელ გურჯაანის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებშიც მოვიდა, თუმცა სტიქიით მიყენებული ზიანის შესახებ, ინფორმაცია არ ვრცელდება. The post ძლიერი სეტყვა და ქარი ლაგოდეხში – სტიქიამ ხეხილი და ვენახები დააზიანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.