„ამ საკითხზე დღეს პროგრესი არ იქნება“ – კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე — Cnoba
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მე-20 პაკეტი, სავარაუდოდ, 23 თებერვალს, არ იქნება მიღებული, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. „ხვალ არის ამ საშინელი ომის მეოთხე წლისთავი. რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია სანქციების მეოცე პაკეტთან დაკავშირებით. მაგრამ როგორც ყველამ იცით, ამ საკითხზე დღეს პროგრესი არ იქნება“, – აღნიშნავს კალასი. თუმცა, მან პირობა დადო, რომ „აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს ამ გადაწყვეტილების მისაღწევად“. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ამ სანქციების პაკეტის მიღება.… The post „ამ საკითხზე დღეს პროგრესი არ იქნება“ – კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.