სააგენტო "პარალელი"
“ნებისმიერ წესიერ ქვეყანაში გადამდგარი იქნებოდა საკუთარი თავის ოდნავ მაინც პატივისმცემელი, ღირსეული ქალაქის თავი!” – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სფეროში გამოვლენილ დანაშაულთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, მწვავე პოზიციით და თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება:
“ჯარისკაცების, პატიმრების, ბავშვების კვებიდან მოპარული ფული არ ეყოთ, ახლა მოხუცებს პარავენ ლუკმას უფასო სასადილოებიდან…
ანუ მილიონების კეთება სკვერების მოწყობით და გზების დაგებით, მშენებლობებისთვის კოეფიციენტების გაზრდით, ტენდერების თავიანთ ინტერესებზე მორგებით და გაყალბებით თურმე არ გყოფნით…
გაუმძღარნი კიდევ უნდა გამდიდრდეთ, ჩვენი ყველაზე დაუცველი მოქალაქეების ხარჯზე!!!
სირცხვილის განცდა არ არსებობს! არც პასუხისმგებლობის შეგრძნება.
ქალაქის მერი ალბათ კიდევ გვეტყვის, რომ მისი კომპეტენცია არ არის და არაა ვალდებული პასუხი აგოს მის დაქვმდებარებაში არსებულ უწყებებში ჩადენილ დანაშაულზე! არც დაღუპულ ბავშვებზე! არც მოპარულ მილიონებზე!
აბა რაზეა პასუხისმგებელი, რას ნიშნავს მერის მანდატი და ხალხის წინაშე ანგარიშის წარდგენის ვალდებულება?
ნებისმიერ წესიერ ქვეყანაში გადამდგარი იქნებოდა საკუთარი თავის ოდნავ მაინც პატივისმცემელი, ღირსეული ქალაქის თავი! მაგრამ სადაა ღირსება? ღირსეული ვერ გაბედავდა ხალხის დაცინვას – წალენჯიხაში ძვირად ღირებულ ავტომობილებით რბოლას!
თუმცა ამათგან დიდი ხანია არც ღირსებას, არც პასუხისმგებლობას აღარ ველოდებით!” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
“ნებისმიერ წესიერ ქვეყანაში გადამდგარი იქნებოდა საკუთარი თავის ოდნავ მაინც პატივისმცემელი, ღირსეული ქალაქის თავი!” – სალომე ზურაბიშვილი
პარალელი