ყაველაშვილი თვლის, რომ მის ცოლს აშშ–თან ურთიერთობაში ხელი შეუშალეს — Cnoba

Alia სიახლე 03 Apr 2026, 13:13

მიხეილ ყაველაშვილი შტატებში მისი მეუღლის სიტყვით გამოსვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს: მე რომ ურთიერთობას ავაწყობ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მე ხომ საქართველოს პრეზიდენტი ვარ, აღმასრულებელი ხელისუფლებაა და სახელმწიფო მდივანთან კომუნიკაციაშია, ხან პრემიერ-მინისტრი, ხან პრეზიდენტი, ხან საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს ხომ კარგი რამეა საქართველოსთვის, ამის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ეს არის ქართული საქმე?! ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების საქმე […] The post ყაველაშვილი თვლის, რომ მის ცოლს აშშ–თან ურთიერთობაში ხელი შეუშალეს appeared first on .

მიხეილ ყაველაშვილი შტატებში მისი მეუღლის სიტყვით გამოსვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს:

მე რომ ურთიერთობას ავაწყობ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მე ხომ საქართველოს პრეზიდენტი ვარ, აღმასრულებელი ხელისუფლებაა და სახელმწიფო მდივანთან კომუნიკაციაშია, ხან პრემიერ-მინისტრი, ხან პრეზიდენტი, ხან საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს ხომ კარგი რამეა საქართველოსთვის, ამის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ეს არის ქართული საქმე?! ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების საქმე ?! ვინ აკეთებს ამ საქმეს და ვინ ეწინააღმდეგება და როგორი ქილიკი მიდის?! ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით ხომ ნახეთ რით დაიწყო – „არავის მიუწვევია, რა შუაშიაო!“ მერე მიიღო მონაწილეობა, ასეთი კარგი, პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი – ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს, ხომ. აიტაცეს ისე მოეწონათ და მართლაც მისასალმებელი თემაა დედის ინსტინქტი, იმიტომ, რომ დედას შვილის მიმართ ყველაზე დიდი ემოციური განცდა აქვს და ამ გამოწვევებში ყველაზე მეტად ჩართული უნდა იყოს. მშობლის როლი დიდია, იმიტომ, რომ ვერ გავექცევით ამ ახალ ტექნოლოგიებს და ჩვენი შვილები დაცულები უნდა იყვნენ – ამ საკითხებს ეხებოდა, სიტყვითაც გამოვიდა, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მართლაც სასიამოვნო და მნიშვნელოვანი და ამ ყველაფერში საქართველო იღებდა მონაწილეობას და აბა დააკვირდით, რა განახორციელეს, როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა, რა არ იკადრეს, ამ ადამიანებმა. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა და იძახი, მე პროამერიკელი ვარო, რატომ უშლი ხელს? მოდი, დალაგდეს და იქ იბრძოლე შენი უფლებებისთვის და შენ იყავი უკეთესი ამ ხელისუფლებაზე, მაგრამ ხელს რომ უშლი ამერიკასთან ურთიერთობას, როგორ ხარ ამ ურთიერთობის მხარდამჭერი?“ – განაცხადა ყაველაშვილმა.

The post ყაველაშვილი თვლის, რომ მის ცოლს აშშ–თან ურთიერთობაში ხელი შეუშალეს appeared first on .


რელევანტური