“ჩინეთი გვერდზე გადგა და უყურებს: რომელი “ვეფხვი” გაიმარჯვებს – აშშ-ისრაელი თუ ირან-რუსეთი” – კოტე კემულარია — Cnoba

Alia სიახლე 03 Apr 2026, 12:08

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია: კიევზე რუსეთის გაუთვლელი აგრესიით დაიწყო და ირანზე ისრაელ-ამერიკის თავდასხმით საბოლოოდ გაფორმდა—მეორე მსოფლიო ომის შემდგომი—საერთაშორისო სამართალზე აგებული მსოფლიო წესრიგის კოლაფსი!!! ჩინეთი, როგორც ყოველთვის, გვერდზე გადგა და უყურებს: რომელი “ვეფხვი” გაიმარჯვებს— აშშ-ისრაელი თუ ირან-რუსეთი… ტრამპის მუქარის მიუხედავად, ბებერმა ევროპამ თავი შეიკავა ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვისაგან… სპარსეთის ყურის უმდიდრესი ქვეყნები, რომელნიც დაცულად გრძნობდნენ თავს […] The post “ჩინეთი გვერდზე გადგა და უყურებს: რომელი “ვეფხვი” გაიმარჯვებს – აშშ-ისრაელი თუ ირან-რუსეთი” – კოტე კემულარია appeared first on .

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:

კიევზე რუსეთის გაუთვლელი აგრესიით დაიწყო და ირანზე ისრაელ-ამერიკის თავდასხმით საბოლოოდ გაფორმდა—მეორე მსოფლიო ომის შემდგომი—საერთაშორისო სამართალზე აგებული
მსოფლიო წესრიგის კოლაფსი!!!
ჩინეთი, როგორც ყოველთვის, გვერდზე გადგა და უყურებს: რომელი “ვეფხვი” გაიმარჯვებს—
აშშ-ისრაელი თუ ირან-რუსეთი…
ტრამპის მუქარის მიუხედავად, ბებერმა ევროპამ თავი შეიკავა ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვისაგან…
სპარსეთის ყურის უმდიდრესი ქვეყნები, რომელნიც დაცულად გრძნობდნენ თავს აშშ
ქოლგის ქვეშ, ვერ იგერიებენ ირანის სერიოზულ შეტევას მათ გიგანტურ საწარმოებზე და ინფრასტრუქტურაზე…. ამერიკის მიერ თეირანის ირანის, დასავლეთ რეგიონებთან დამაკავშირებელი ყველაზე დიდი ხიდის აფეთქებას, შესაძლოა მოყვეს დუბაიში, დოჰაში,
და სხვა ქალაქებში ანალოგიური ქმედება ირანისგან…
რა დროებითი შეთანხმებაც არ უნდა დაიდოს აშშ- ირანს შორის, უკვე ფაქტია: ამ ომს დიდი ცვლილებები მოყვება ჩვენს რეგიონში—
ცენტრალური აზიის და რუსეთის ჩათვლით…
უკვე ალაპარაკდნენ ღრმა რეცესიულ პროცესებზე
მსოფლიო ეკონომიკაშიც!!!
“ოცნების” პრემიერთან აშშ სახმდივნის რ უ ბ ი ო ს სატელეფონო საუბრისას—უსაფრთხოების კონტექსტში— შავი ზღვის და კავკასიის თემების
დაფიქსირება, ამერიკის მხრიდან ამ ორი საკითხით დიდ დაინტერესებაზე მიუთითებს!!!
შავი ზღვა და კავკასია არის ეგზისტენციური სამხედრო-პოლიტიკური ჭიშკარი როგორც
ირანთან, ასევე რუსეთთან მიმართებაში!!!
ფაშინიანთან პუტინის მძიმე საუბარიც ამ თემიდან იყო, თუმცა, სომხეთის ლიდერმა
არცერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან!!!
ლავროვი და დუგინიც “ტყულად” არ იმეორებენ
ხშირად:”ირანის მერე ჩვენ ვიქნებით აშშ აგრესიის
ადრესატიო”… თანაც, უკრაინის ომმა, რუსეთის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა საშინელ დღეში ჩააგდო—ავიაციასთან ერთად, სარკინიგზო მოძრაობაც სახიფათო გახდა… გუშინ, რელსების გაუმართაობის გსმო, მგზავრებით სავსე ჩელიაბინსკი-მოსკოვის მატარებელი გადავიდა რელსებიდან და გადაბრუნდა!!!
თბილისში 80 კაციანი დელეგაციის გამოგზავნაც
ნიადაგის მოსინჯვა იყო და აქედანაც ბევრი არაფერი გამოვიდა: ამიტომაც იყო რუსეთის საგარეო დაზვერვა გაღიზიანებული “კონსტანტინოპოლის პატრიარქი ერევა საქართველოს საქმეებშიო”?!
რუსი სამთავრობო ანალიტიკოსები უკვე
მსჯელობენ: “ირანის ამბებმა აჩვენა რომ,
თანამედროვე და უზუსტეს დასავლურ იარაღთან,
რუსული ჰაერდაცვითი სისტემები დაბალეფექტური არის და დედაქალაქი არის
სრულად დაუცველიო”….
“სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მ ო ს კ ო ვ ი დ ა ნ დედაქალაქის ურალში გადატანა… ეს თემა ისედაც არის უკვე დაგვიანებულიო”!!!

The post “ჩინეთი გვერდზე გადგა და უყურებს: რომელი “ვეფხვი” გაიმარჯვებს – აშშ-ისრაელი თუ ირან-რუსეთი” – კოტე კემულარია appeared first on .


რელევანტური