თბილისის მერი, სუსის განცხადებაზე პირველ კომენტარს აკეთებს და რატომღაც ამბობს, რომ ის არაა თანამშრომლებზე პასუხისმგებელი, მაშინ, როცა საკითხი თანამშრომლებზე პასუხისმგებლობას კი არა, მათ მუშაობაზე პასუხისმგებლობას, მათი მუშაობის ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებლობას ეხება.
64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, სისტემატურად ახორციელებენ სანიტარულ მიმართულებაზე დათვალიერებას, შეფასებას, რომ რამე პრობლემები არ იყოს. რაც შეეხება პროდუქციის მიღება-ჩაბარებას, ბენეფიციართა აღრიცხვას, კონტროლს, ეს ყველაფერი ევალება კონტრაქტორ კომპანიას. თუ გამგეობის თანამშრომლები იყვნენ შემჩნეული დანაშაულში, რა თქმა უნდა, ამას მოყვებოდა შესაბამისი რეაგირება.
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, საკუთარ გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორც წარსულში, ისე აწმყოსა და მომავალში, 30 ათასამდე თანამშრომელი მუშაობს მინუცუპალიტეტში, თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, ან ჩაიდენს, კანონის წინააღმდეგ ყველას პაუსიხსგება მოუწევს. დღეს ისეთი მოცემულობაა, შესაძლოა, საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა, – ტქვა კალაძემ.
როგორ იპარავდნენ უფასო სასადილოებიდან ღატაკი ხალხის ლუკმას? – ვინ (არ) დააკავა სუსმა?
The post “დღეს. შესაძლოა, საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა” – კალაძის უცნაური პასუხი appeared first on .