ქალაქ ოზურგეთში, ისტორიული მუზეუმის დაარსებიდან 90 წლის იუბილე აღინიშნა. შეხვედრის ფარგლებში მუზეუმის თანამშრომლებმა მიმოიხილეს მუზეუმის დაარსებისა და განვითარების ისტორია, ისაუბრეს ფონდებში დაცულ მნიშვნელოვან ექსპონატებზე და განსაკუთრებული პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მუზეუმის საქმიანობის განვითარებაში.
„ დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მუზეუმს დაარსების დღიდან 90 წელი შეუსრულდა. მუზეუმი დაარსდა 1936 წელს და ჩვენს მუზეუმში დაცულია 4000-მდე ექსპონატი. აქ ინახება ჩვენი მხარის წარსული, უნიკალური ნაშთები, როგორიცაა: კოლხური თეთრი, ანტიკვირული ხანის ნივთიები, სარკოფაგები (V-VIII საუკუნე), მუზეუმში გვაქვს ასევე დაცული ზაქარია ანდრონიკაშვილის საფლავის ქვის გადასაფარებელი, ასევე ადგილობრივი მეწარმის, კვაჭაძის მიერ დამზადებული დამბაჩები (XIX საუკუნე) და ა.შ. ასევე ვაშნარის ტერიტორიიდან ყოველწლიურად ახალი ნივთი ემატება ჩვენს მუზეუმს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ვაშნარის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები და “ – გვითხრა ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, ლანა ქავთარაძემ.
მანანა ლომაძე, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდის მცველი. მას მუზეუმში მუშაობის 50-წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს.
„ყველაზე სასიხარულოა, რომ მუზეუმში გააქტიურებულია ახალი თაობის სტუმრობა და მათი მონაწილეობა სხვადასხვა შემეცნებითი სახით ღონისძიებში.
ასევე მინდა ვთქვა, რომ მუზეუმმა უნდა შეინარჩუნოს მისი ძირითადი ფუნქცია, რომელიც არის ექსპონატისა და ძეგლების დაცვა, მოვლა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.
ღონისძიების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა გააცოცხლეს მე-19 საუკუნის სალონური საღამოს ატმოსფერო და წარმოადგინეს პერფორმანსი, რომელიც მომზადდა მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ბათუმიდან მოწვეული სტუმრები, მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
The post ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი 90 წლისაა appeared first on გურია ნიუსი.