ხონის მერის გიორგობა-ხონელობის ორგანიზებისათვის ტენდერს აცხადებს — Cnoba

MegaTV სიახლე 03 Apr 2026, 08:28

ხონის მერის გიორგობა-ხონელობის ორგანიზებისათვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63`310 ლარია – NAT260006802 გიორგობა-ხონელობის დღესასწაული ხონში 6 მაისს აღინიშნება. ხონში ყოველწლიურად განსაკუთრებული სითბოთი და ტრადიციების დაცვით აღინიშნება გიორგობა -დღესასწაული, რომელიც ქართველებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერი და კულტურული მოვლენაა. ხონელობა გიორგობა ადგილობრივებისთვის არა მხოლოდ რელიგიური თარიღია, არამედ ერთგვარი ერთობის, სტუმართმოყვარეობისა და ტრადიციების გაცოცხლების დღე. დილიდანვე მრევლი იკრიბება […]

ხონის მერის გიორგობა-ხონელობის ორგანიზებისათვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63`310 ლარია – NAT260006802

გიორგობა-ხონელობის დღესასწაული ხონში 6 მაისს აღინიშნება.

ხონში ყოველწლიურად განსაკუთრებული სითბოთი და ტრადიციების დაცვით აღინიშნება გიორგობა -დღესასწაული, რომელიც ქართველებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერი და კულტურული მოვლენაა.

ხონელობა გიორგობა ადგილობრივებისთვის არა მხოლოდ რელიგიური თარიღია, არამედ ერთგვარი ერთობის, სტუმართმოყვარეობისა და ტრადიციების გაცოცხლების დღე. დილიდანვე მრევლი იკრიბება ტაძრებში, სადაც ტარდება საზეიმო წირვა-ლოცვა წმინდა გიორგის პატივსაცემად – წმინდანისა, რომელიც სიმამაცისა და გამარჯვების სიმბოლოდ ითვლება.

დღესასწაულს თან ახლავს ქართული სუფრა, ტრადიციული კერძები და ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების შეკრება. ხონში განსაკუთრებით იგრძნობა ამ დღის მნიშვნელობა – სოფლებიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები ერთად აღნიშნავენ გიორგობას, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს ამ ტრადიციის ცოცხალ ბუნებას.

გიორგობა ხონელებისთვის რწმენის, ისტორიისა და კულტურის ერთიან გამოხატულებად რჩება – დღესასწაულად, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას თანამედროვე ცხოვრებაშიც.


რელევანტური