ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: „ნულს პლუს ნული ისევ ნულია“ — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 23 Feb 2026, 08:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის გაერთიანებაც ვერ შეცვლის არსებულ მდგომარეობას. მისი შეფასებით, ოპოზიცია მთლიანობაში დისკრედიტებულია. „თავად შეუწყვეს ხელი საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას, მათ შორის საბოტაჟით, პარლამენტში არშესვლით და ა.შ. უამრავი არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინეს უცხოეთიდან საკუთარმა პატრონებმა. ამის გამო ნულოვანია მათი იმიჯი და რეპუტაცია ჩვენს ქვეყანაში, რაც პრინციპში კარგია, რადგან რადიკალური ძალებისთვის არ უნდა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის გაერთიანებაც ვერ შეცვლის არსებულ მდგომარეობას. მისი შეფასებით, ოპოზიცია მთლიანობაში დისკრედიტებულია.

„თავად შეუწყვეს ხელი საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას, მათ შორის საბოტაჟით, პარლამენტში არშესვლით და ა.შ. უამრავი არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინეს უცხოეთიდან საკუთარმა პატრონებმა. ამის გამო ნულოვანია მათი იმიჯი და რეპუტაცია ჩვენს ქვეყანაში, რაც პრინციპში კარგია, რადგან რადიკალური ძალებისთვის არ უნდა იყოს სივრცე ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


რელევანტური