სიახლე

“პრობლემა აფთიაქების რაოდენობა კი არა, წამლების გაცემი წესი და მათი ხარისხია”– გიორგი კავკასიძე

Alia

მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე: ეხლა შემხვდა მეგობრის სტატუსი თბილისის აფთიაქებზე. უამრავი აფთიაქია და თითქმის ყველგან რიგიაო. ჩემი აზრით პრობლემა აფთიაქების რაოდენობა კი არა წამლების გაცემი წესი და მათი ხარისხია. საქართველოში ურეცეპტოდ იყიდება ისეთი წამლები, რომლის ურეცეპტოდ ყიდვა გამორიცხულია ევროპაშიც და აშშ-ც. – მაგალითად ანტიბიოტიკები, ანტიკუაგულანტები (სისხლის გამათხელებლები), ჰიპერტენზიულები (მაღალი წნევის საწინააღმდეგო) […] The post “პრობლემა აფთიაქების რაოდენობა კი არა, წამლების გაცემი წესი და მათი ხარისხია”– გიორგი კავკასიძე appeared first on .

პირველწყარო →
მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:
ეხლა შემხვდა მეგობრის სტატუსი თბილისის აფთიაქებზე. უამრავი აფთიაქია და თითქმის ყველგან რიგიაო.
ჩემი აზრით პრობლემა აფთიაქების რაოდენობა კი არა წამლების გაცემი წესი და მათი ხარისხია.
საქართველოში ურეცეპტოდ იყიდება ისეთი წამლები, რომლის ურეცეპტოდ ყიდვა გამორიცხულია ევროპაშიც და აშშ-ც. – მაგალითად ანტიბიოტიკები, ანტიკუაგულანტები (სისხლის გამათხელებლები), ჰიპერტენზიულები (მაღალი წნევის საწინააღმდეგო) ანტიფსიქოტურები და ა.შ.
ვის აწყობს ეს განუკითხაობა? – მხოლოდ ფარმეცევტულ ბიზნესს და არა პაციენტს როგორც ბევრს ჰგონია.
მეორე დიდი პრობლემა წამლის ხარისხია რომელიც პრაქტიკულად არ/ვერ მოწმდება რადგან არ არსებობს არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და .არც საკანონმდებლო ბაზა.
საქართველოში ბევრი ისეთი წამალი იყიდება, რომელთა ეფექტურობა არასდროს (!) არ ყოფილა დადგენილი GCP კლინიკური კვლევებით.
ვის აწყობს ეს ვითარება? – ფარმაცევტულ კომპანიებს.და არა პაციენტს
ამიტომ არის აუცილებელი ფარმაცევტული ბაზრის ფუნდამენტური რეფორმა ახალი საკონონმდებლო ბაზით, შეზღუდვებით, ჯარიმებით.და რაც მთავარია კანონის აღსრულებით.
ბოლო 15 წელიწადში ამერიკულმა მართლმსაჯულებამ არაეთიკური მარკეტინგისთვის (ექიმების მოსყიდვა)
3 მილიარდი დოლარით დააჯარიმა GlaxoSmithKline , 8,89 დოლარით Johnson & Johnson, 2.3 მილიარდი დოლარით Pfizer, 1.6 მილიარდი დოლარით Abbot. ეს მხოლოდ მსხვილი ჯარიმების ჩამონათვალია.
საქართველოში თუ გაგიგიათ ათეული ან ასეული ათასი ლარით დაჯარიმებული რომელიმე ფარმაცევტული კომპანია ექიმებისთვის გადახდილი “ქიქ-ბექის” გამო?

The post “პრობლემა აფთიაქების რაოდენობა კი არა, წამლების გაცემი წესი და მათი ხარისხია”– გიორგი კავკასიძე appeared first on .


მსგავსი