გარე განათების მოწყობა, სასაფლაოს შეღობვა, გზების მოხრეშვა _ პროექტები, რომლებიც მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია — Cnoba

GuriaNews სიახლე 02 Apr 2026, 12:46

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” პირველი ეტაპი _ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები, დასრულებულია. მუნიციპალიტეტის 55 სოფლის მცხოვრებლებმა გააკეთეს არჩევანი, რაში გაიხარჯება მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 748 ათასი ლარი და ახლა ლანჩხუთის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს ყველა ის პროექტი, რომელიც სოფლის საერთო კრებაზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა, მოსახლეობის მიერ არჩეულ პროექტებს შორისაა: სანიაღვრე […] The post გარე განათების მოწყობა, სასაფლაოს შეღობვა, გზების მოხრეშვა _ პროექტები, რომლებიც მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია appeared first on გურია ნიუსი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისპირველი ეტაპი _ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები, დასრულებულია. მუნიციპალიტეტის 55 სოფლის მცხოვრებლებმა გააკეთეს არჩევანი, რაში გაიხარჯება მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 748 ათასი ლარი და ახლა ლანჩხუთის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს ყველა ის პროექტი, რომელიც სოფლის საერთო კრებაზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა, მოსახლეობის მიერ არჩეულ პროექტებს შორისაა: სანიაღვრე არხის გაწმენდა, სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა, სპორტული მოედნისა და გარე განათების მოწყობა, სასაფლაოს შეღობვა, გზების მოხრეშვა, ბეტონის გზის დაგება და სხვა.

ცნობისთვის, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება და 5-დან 20 ათას ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით ნაწილდება.

ირკვევა, რომ წელს ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზემოთ ნახსენები პროგრამიდან 32 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან, 20 ათასი ლარი სოფელ ლესაში სპორტული ინფრასტრუქტურისა და სასაფლაოს კეთილმოწყობას უნდა მოხმარდეს, 12 ათასი ლარი კი (ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით), სოფელ ჭინათში რკინა-ბეტონის გზისთვისაა გათვალისწინებული.

ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის პროგრამით, 64 ათასი ლარი გაიხარჯება. კერძოდ, სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, წყალწმინდაში გზის მოხრეშვისა და გარე განათების მოწყობისთვის, ჯამში, 20 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შესრულდეს. ღრმაღელეში სანიაღვრე არხის გაწმენდისა და ფეხბურთის მოედნის შეღობვისთვის 16 ათასი ლარია გათვალისწინებული, ომფარეთში კი, გარე განათებისა და გზების მოწყობა ჩაითვალა პრიორიტეტად, რისთვისაც სულ 15 ათასი ლარია გათვალისწინებული. ორმეთში გზების მოწყობასა და სანიაღვრე არხის გაწმენდისთვის 12 ათასი ლარია განკუთვნილი.

შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულს სოფლის პროგრამის თანხიდან 32 ათასი ლარი ერგო. ამ თანხიდან 20 ლარი ქვემო შუხუთში სასმელი წყლის სისტემების (ორი ჭაბურღილი) და გზის სამუშაოებზე დაიხარჯება. ზემო შუხუთში 12 000 ლარი სასაფლაოს შემოღობვა- კეთილმოწყობას და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება.

მაჩხვარეთში, წინა წლების მსგავსად, ჯამში, 36 ათასი ლარის სამუშაოები შესრულდება. 10 ათასი ლარი სოფელ ორაგვეში სასაფლაოს შესაღობადაა განკუთვნილი. ასევე, 10 ათასი ლარია განკუთვნილი ჯუნმერეში სკვერის კეთილმოწყობისთვის. სოფელ მაჩხვარეთში 16 ათასი ლარი სპორტული ინფრასტრუქტურისთვის, სასაფლაოს შეღობვითი სამუშაოებისთვის, სასაფლაოსთან მისასვლელი გზისა და გარე განათების მოწყობისთვის დაიხარჯება.

სოფლის პროგრამიდან, მიმდინარე წელს, გვიმბალაურის ადმინისტრაციაში 28 ათასი ლარის სამუშაოები შესრულდება.

ჩიბათის ადმინისტრაციაში პრიორიტეტად შვიდი ობიექტი შეირჩა, რისთვისაც პროგრამით 40 ათასი ლარი დაიხარჯება. ირკვევა, რომ ზემო ჩიბათში დაფნარის უბანში გზის დაგება და სასაფლაოსკენ მიმავალი გზის წერტილოვანი შეკეთება ჩაითვალა პრიორიტეტად, რაც სოფლის პროგრამის თანხიდან 12 ათასი ლარით დაფინანსდება. ქვემო ჩიბათში, სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 16 ათასი ლარი წყლის მილების შეძენას, საძოვრის შეღობვასა და ჭაჭახუნას უბანში რკინა-ბეტონის დაგებას (ეს უკანასკნელი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით) მოხმარდება. სოფელ ჭალაში კი, საქონლის გასადენის მოხრეშვა და ზენაიშვილების უბანში რკინა-ბეტონის გზის დაგება დასახელდა პრიორიტეტად.

რაც შეეხება ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულს, ჯამში, 74 ათასი ლარია გასახარჯი სოფლის პროგრამის თანხიდან. სოფლებში: ჯიხანჯირში, გულიანში, შრომისუბანში, მოედანსა და ხორეთში ირკვევა, რომ არჩევანი რკინა-ბეტონის გზის მოწყობაზე გაკეთდა, რასაც სოფლის პროგრამის თანხიდან 12-12 ათასი ლარი მოხმარდება. სოფელ ჩოჩხათშიც რკინა-ბეტონის გზის მოწყობაზე შეჩერდა არჩევანი, რისთვისაც ზემოთ ნახსენები პროგრამიდან 16 ათასი ლარია გამოყოფილი. დარჩენილი 10 ათასი ლარი სოფელ კოკათში გაიხარჯება რკინა-ბეტონის გზისა და წყლის სისტემის სამუშაოებისთვის.

24 ათასი ლარი გაიხარჯება სოფლის პროგრამის თანხებიდან ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, რაც სოფლებში: ყელასა და ნინოშვილში ბეტონის გზის დაგებას მოხმარდება.

ჯურუყვეთის ადმინისტრაციაში სოფლის პროგრამით 40 ათასი ლარით ფინანსდება: სოფელ ბაღლეფში სარეკრეაციო სივრცის მოწყობა (12 ათასი ლარი), ეწერში სასაფლაოსა და სტადიონის შეღობვა (12 ათასი ლარი) და ჯურუყვეთში, გოგუებისა და კორეის უბნებში, გარე განათების მოწყობა (16 ათასი ლარი).

აცანის ადმინისტრაციულ ერთეულს პროგრამიდან, მთლიანობაში, 28 ათასი ლარი ერგო. აქედან, 16 ათასი ლარი სოფელ აცანაში, სასმელი წყლის სათავე ნაგებობისთვის ავზის შეძენა-მონტაჟისთვის, გარე განათებისა და სკვერის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯება. ხოლო დარჩენილი 12 ათასი ლარით სოფელ ტელმანში სპორტული მოედნის შემოღობვა ჩაითვალა პრიორიტეტად.

აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაგურში, ჭანჭათში, ზემო აკეთსა და ქვემო აკეთში, ჯამში, სოფლის პროგრამის თანხიდან 54 ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული და ეს თანხა ბეტონის გზების დაგებას უნდა მოხმარდეს.

მამათის ადმინისტრაციულ ერთეულს სოფლის პროგრამის თანხიდან 44 ათასი ლარი ერგო და თანადაფინანსებით, ადმინისტრაციული ერთეულის ოთხივე სოფელში ბეტონის გზების მოწყობა ჩაითვალა პრიორიტეტად. თანხის ნაწილი, ასევე, მოხმარდება კონჭკათსა და მამათში სასაფლაოების შეღობვასაც.

რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციას, ის სოფლის პროგრამიდან, როგორც წინა წლებში, 92 ათასი ლარით დაფინანსდა და მიღებული გადაწყვეტილებით პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: ახალსოფელში 16 ათასი გარე განათებისა და ჭაბურღილის მოწყობისთვის დაიხარჯება. იმავე ოდენობის თანხა, ტაბანათში რკინა-ბეტონის გზის საფარი და სანიაღვრე არხის გაწმენდას მოხმარდება. ჩქუნში 10 ათასი ლარი მოხმარდება ჭაბურღილის მოწყობასა და სასაფლაოსთან საყრდენი კედლის გაკეთებას. სოფელ სუფსაში 12 ათასი ლარი რკინა-ბეტონის გზის მოსაწყობად და სანიაღვრე არხის გასაწმენდადაა გამიზნული. ხიდმაღალაში სანიაღვრე არხის გაწმენდისა და რკინა-ბეტონის გზის მოწყობა გადაწყდა და საამისოდ სოფლის პროგრამის თანხიდან 16 ათასი ლარია გამიზნული. გრიგოლეთში სანიაღვრე არხის გაწმენდისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობისთვის 12 ათასი ლარი დაიხარჯება. 10 ათასი ლარი მოხმარდება მალთაყვაში შიდა გზების რეაბილიტაციასა და გარე განათების მოწყობას.

ნიგოითის ადმინისტრაციაში სოფლის პროგრამით 2026 წელსაც 86 ათასი ლარია გამოყოფილი. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გადაწყდა, რომ სოფელ ნიგოითისთვის განკუთვნილი 16 ათასი ლარი სასაფლაოს შეღობვასა და სპორტული მოედნის კეთილმოწყობას მოხმარდეს. 16 000 ლარი დაიხარჯება, სოფლის პროგრამის თანხიდან, სასაფლაოს შეღობვისთვის. იგივე თანხა მოხმარდება ჭყონაგორაში სკვერის მოწყობისა და საჭირო ინვენტარის შეძენას. 12 000 ლარს გაიღებს სოფლის პროგრამა ჯაპანაში გარე განათებისა და სპორტული მოედნის შეღობვა-მოწყობის სამუშაოებისთვის. ქვიანში კი 16 ათას ლარად წყლის მილების შეცვლასა და გზის მოხრეშვაზე (ოქროსუბანისა და მშვიდობის ქუჩებზე) გაკეთდა არჩევანი.

ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში კი სოფლის პროგრამიდან გასახორციელებელი სამუშაოები 62 ათასი ლარით დაფინანსდება. აქედან 10 ათასი ლარი სოფელ ჩანჩეთში გზის ორმოვან შეკეთებას, წყლის სისტემის მოწესრიგებასა და გარე განათების მოწყობას მოხმარდება. არჩეულისთვის განკუთვნილი 12 ათასი ლარი გარე განათებების მოწყობის სამუშაოებს მოხმარდება. 20-20 ათასი ლარი კი, რომელიც სოფლის პროგრამიდან ხაჯალიასა და ნიგვზიანს ერგო, ბეტონის გზების მოსაწყობად დაიხარჯება.

The post გარე განათების მოწყობა, სასაფლაოს შეღობვა, გზების მოხრეშვა _ პროექტები, რომლებიც მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური