„წარმოუდგენელია, როგორ შეძლო ამდენის გაქაჩვა“ – დათო ლიკლიკაძე ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება — Cnoba

elNews სიახლე 02 Apr 2026, 09:29

ცნობილი ფლორისტის ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს, რომელიც ყოფილი თანამშრომლის მხრიდან შრომის ინსპექციაში დავას უკავშირდება, ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. „იმდენი ადამიანი წერს მის არაკაცობაზე, უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეძლო ამდენის გაქაჩვა, თან ისე, რომ სახალხო სიყვარული და აღიარება არ დაჰკლებია. წარმომიდგენია, რა მინძრეულია. აი, მე ხომ „დარგის ექსპერტი“ ვარ, მაგრამ ჩემშიც კი გაოცებას იწვევს“, … „წარმოუდგენელია, როგორ შეძლო ამდენის გაქაჩვა“ – დათო ლიკლიკაძე ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება Read More » The post „წარმოუდგენელია, როგორ შეძლო ამდენის გაქაჩვა“ – დათო ლიკლიკაძე ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება appeared first on elNews.ge.

ცნობილი ფლორისტის ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს, რომელიც ყოფილი თანამშრომლის მხრიდან შრომის ინსპექციაში დავას უკავშირდება, ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„იმდენი ადამიანი წერს მის არაკაცობაზე, უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეძლო ამდენის გაქაჩვა, თან ისე, რომ სახალხო სიყვარული და აღიარება არ დაჰკლებია. წარმომიდგენია, რა მინძრეულია. აი, მე ხომ „დარგის ექსპერტი“ ვარ, მაგრამ ჩემშიც კი გაოცებას იწვევს“, – წერს დათო ლიკლიკაძე.

შეგახსენებთ, რომ სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ზურა შევარდნაძის ყოფილმა თანამშრომელმა მას შრომის ინსპექციაში უჩივლა. მოსარჩელე მხარე შევარდნაძეს სამსახურიდან მიზეზის ახსნის გარე გაშვებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ამ დროისთვის საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი: ნაწილი ფლორისტს მხარდაჭერას უცხადებს, ნაწილი კი სამუშაო გარემოში არსებულ შესაძლო ძალადობაზე საუბრობს.

აღნიშნულ თემას სამი დღის შემდეგ, ადრესატი ზურა შევარდნაძეც გამოეხმაურა: „დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ. მზად ვარ ლანძღვის, შეურაცხყოფის, გინების, წყევლის ასატანად. იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კი არა ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე აწი რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს. თუ კი გეწყინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, გეძვირათ, გეზედმეტათ, დაწერეთ დაწერეთ, ამოთქვით ცოტა მოგეშვებათ და უკეთ გახდებით. არც ერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა.

გაზაფხულია, ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ, გაზაფხულია, გაზაფხულია საჩვენო ამინდია. სპეცოპერაცია „მადონა“ რომ მორჩება ამაზე თუ მოისურვებთ მერე გიამბობთ. ახლა შრომის დროა, გაზაფხულია.დაწერეთ, დაწერეთ“, – წერს ზურაბ შევარდნაძე.

The post „წარმოუდგენელია, როგორ შეძლო ამდენის გაქაჩვა“ – დათო ლიკლიკაძე ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება appeared first on elNews.ge.


რელევანტური