2025 წელს თბილისში 29 676 მიუსაფარი ძაღლი აღირიცხა — Cnoba

Alia სიახლე 02 Apr 2026, 08:40

2025 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის ქუჩებში 29 676 მიუსაფარი ძაღლი აღირიცხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს. მათივე განმარტებით, ამ მიმართულებით, მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის კვლევა საერთაშორისო ორგანიზაცია „მეიჰიუ საქართველომ“ ჩაატარა. „საერთაშორისო ორგანიზაცია „მეიჰიუ საქართველოს“ 2025 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის ქუჩებში აღირიცხა 29 676 მიუსაფარი ძაღლი მათგან, 74% სტერილური ( 21 960 მიუსაფარი ძაღლი) […] The post 2025 წელს თბილისში 29 676 მიუსაფარი ძაღლი აღირიცხა appeared first on .

2025 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის ქუჩებში 29 676 მიუსაფარი ძაღლი აღირიცხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, ამ მიმართულებით, მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის კვლევა საერთაშორისო ორგანიზაცია „მეიჰიუ საქართველომ“ ჩაატარა.

„საერთაშორისო ორგანიზაცია „მეიჰიუ საქართველოს“ 2025 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის ქუჩებში აღირიცხა 29 676 მიუსაფარი ძაღლი მათგან, 74% სტერილური ( 21 960 მიუსაფარი ძაღლი) იყო.

ამასთან, ამავე ორგანიზაციას 2023 წელსაც აქვს აღრიცხვა ჩატარებული. კვლევის მიხედვით, დედაქალაქის ქუჩებში აღირიცხა 33 153 მიუსაფარი ძაღლი. მათგან, 32% იყო სტერილური (10 600 მიუსაფარი ძაღლი)“,- განაცხადეს სააგენტოში.

The post 2025 წელს თბილისში 29 676 მიუსაფარი ძაღლი აღირიცხა appeared first on .