ვინ არის კაცი, ვინც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა – ოკამში მომხდარის დეტალები — Cnoba

Alia სიახლე 23 Feb 2026, 07:46

ოკამში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები ცნობილია – ირკვევა, რომ პირი, ვინც ადგილზე გამოძახებულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ყოფილი ჯარისკაცი, გიორგი შამანაურია. როგორც TV პირველს ეუბნებიან, შამანაურმა მის დასაკავებლად მისულ სამართალდამცავებს ცეცხლი თოფიდან გაუხსნა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საჭირო გახდა, შეიარაღებული კაცის გასანეიტრალებლად სპეცრაზმი გამოეძახებინა. ორმხრივ სროლამდე შამანაურმა ბიძაშვილი დაჭრა – ეს უკანასკბელი კლინიკაშია გადაყვანილი. 42 […] The post ვინ არის კაცი, ვინც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა – ოკამში მომხდარის დეტალები appeared first on .

ოკამში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები ცნობილია – ირკვევა, რომ პირი, ვინც ადგილზე გამოძახებულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ყოფილი ჯარისკაცი, გიორგი შამანაურია.

როგორც TV პირველს ეუბნებიან, შამანაურმა მის დასაკავებლად მისულ სამართალდამცავებს ცეცხლი თოფიდან გაუხსნა.

ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საჭირო გახდა, შეიარაღებული კაცის გასანეიტრალებლად სპეცრაზმი გამოეძახებინა.

ორმხრივ სროლამდე შამანაურმა ბიძაშვილი დაჭრა – ეს უკანასკბელი კლინიკაშია გადაყვანილი.

42 წლისბრალდებული კი უკვე დაკავებულია. თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელი სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post ვინ არის კაცი, ვინც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა – ოკამში მომხდარის დეტალები appeared first on .


რელევანტური