თუ გირაოს შემიფარდებენ – გადავიხდი, პასპორტს ჩამომართმევენ – საერთაშორისო მეგობრებს ხმას მაინც მივაწვდენ – ასე ეხმაურება “ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს.
ცნობილია, რომ 13:00 საათზე, სასამართლოში, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი გაიმართება.
ცნობილია, როდ დღეს ჩანიშნულ სასამართლოს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან კოალიციის დაპატიმრებული ლიდერები – ნიკა მელია და ელენე ხოშტარია.
არ ვიქმნი მოლოდინებს, პოზიტიურს ხომ მით უმეტეს. როგორც გავიგე, სავარაუდოდ გირაო იქნება და პასპორტის ჩამორთმევა. რას ვიზამთ, რასაც ვერ ვაკონტროლებთ, იმაზე ბევრი ნერვიულობა არ ღის – მივიღებ როგორც მოცემულობას. ვერ ვივლი უცხოეთში, ამაშიც პრობლემას ვერ ვხედავ, სხვა ივლის ჩემს ნაცვლად. ჩვენს მეგობრებს ხმას როგორმე მივაწვდენ. გირაოს შემიფარდებენ – გადავიხდი, ვნახოთ რამდენი იქნება. რა უნდა იყოს ჩემთვის, რომ “ქოცებმა” გააკეთონ და გამიკვირდეს?! – ასეთი არაფერი არ არის, მზად ვარ ყველაფრისთვის”- თქვა გვარამიამ.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა
The post „თუ გირაოს შემიფარდებენ – გადავიხდი, პასპორტს ჩამომართმევენ – საერთაშორისო მეგობრებს ხმას მაინც მივაწვდენ“ – ნიკა გვარამია appeared first on .