კასპში სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს — Cnoba
სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გ.შ დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გ.შ-ს საცხოვრებელ სახლთან, მისი დაკავების მიზნით მისულ სამართალდამცველებს ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ადგილზე საჭირო გახდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მობილიზება. „გამოძიებით დგინდება, რომ კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრებმა ბრალდებულმა პირმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაზიანება მიაყენა 1983 წელს დაბადებულ მ.შ-ს. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე… The post კასპში სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.