„პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო“ – ზელენსკი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 23 Feb 2026, 06:17

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. ამ თემაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის შეჩერების ერთადერთი გზა ინტენსიური სამხედრო და ეკონომიკური წნეხია. „ვფიქრობ, პუტინმა ის [მესამე მსოფლიო ომი] უკვე დაიწყო. საკითხავი ის არის, თუ რამხელა ტერიტორიის მითვისებას შეძლებს და როგორ შევაჩეროთ ის… რუსეთს სურს მსოფლიოს ცხოვრების განსხვავებული წესი მოახვიოს თავს და შეცვალოს ის ცხოვრება, რომელიც ადამიანებმა თავად აირჩიეს“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ტერიტორიული დათმობები პუტინს მხოლოდ დროებით დააკმაყოფილებს, ძალების აღდგენის შემდეგ კი კრემლის ლიდერი ომის გაგრძელებას მოისურვებს. The post „პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო“ – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური