უბედური შემთხვევა ბათუმში – კაცს თავში მინა დაეცა და დაიღუპა — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
23 Feb 2026, 06:45
ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცს სამუშაოების შესრულების დროს, სავარაუდოდ, თავში მინა დაეცა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ადგილზე დაიღუპა. დაღუპული ქობულეთიდან იყო და ბათუმში მუშაობდა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. The post უბედური შემთხვევა ბათუმში – კაცს თავში მინა დაეცა და დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.