სააგენტო "პარალელი"
“ივანიშვილიც და ბაჩიაშვილიც უნდა გასამართლდნენ დიდი მასშტაბის ფინანსური აფიორისთვის” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. ბიტკოინის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს და მინიშნებებს აკეთებს:
“2004 წლამდე და ჩემს ბავშვობაშიც, საქართველოში ძალიან პოპულარული იყო გამოთქმები “შევაწერე”, “დავაწერე”, ხოდა, როგორც ივანიშვილმა ბაჩიაშვილს შეაწერა/დააწერა ხალხის ჯიბიდან უფასო ელექტროენერგიის სახით მოპარული ბიტკოინები, ასევე ივანიშვილმა ქართველ ხალხს “დააწერა” ქვეყანა და ძველი ბიჭივით აშინებს, რომ ხმა არ ამოიღოს, არ გააპროტესტოს.
ისე კი ამ კრიმინალური ბანდის მოშორების შემდეგ ორივე – ივანიშვილიც და ბაჩიაშვილიც უნდა გასამართლდნენ დიდი მასშტაბის ფინანსური აფიორისთვის“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“ივანიშვილიც და ბაჩიაშვილიც უნდა გასამართლდნენ დიდი მასშტაბის ფინანსური აფიორისთვის” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი