“1.4 მილიარდი ევრო მიემართება იქ, სადაც ის ყველაზე მეტად არის საჭირო”- ევროკომისია რუსულ აქტივებზე — Cnoba
ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს განცხადებას ევროკომისია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინ, 31 მარტს, ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან 1.4 მილიარდი ევროს ოდენობის მოულოდნელი მოგება მიიღო. თანხა უკრაინას გადაეცემა, ეს უკვე მეოთხე მსგავსი ტრანში იქნება. მესამე ტრანში უკრაინას 2025 წლის აგვისტოში გადაეცა. “1.4 მილიარდი ევრო მიემართება იქ, სადაც ის ყველაზე მეტად არის საჭირო: უკრაინის სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისების შესანარჩუნებლად და მამაცი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. უკრაინის გამარჯვებისა და თავისუფლების მიმართ ჩვენი ერთგულება ურყევია”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. The post “1.4 მილიარდი ევრო მიემართება იქ, სადაც ის ყველაზე მეტად არის საჭირო”- ევროკომისია რუსულ აქტივებზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.