სააგენტო "პარალელი"
“ყველა ეს ადამიანი პასუხისმგებელია ქვეყნის კატასტროფაზე, ყველა ამ ადამიანის კისერზეა ანდროს და ასობით ადამიანის ტყვეობა” – ლაშა ბუღაძე
ახალი თეატრის ფასადიდან პატიმრობაში მყოფ მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნასთან დაკავშირებით, პირდაპირი მინიშნებებით, მწვავე შეფასებებს აკეთებს ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე:
“ივანიშვილმა ჩამოხსნა ანდრო ჭიჭინაძის ბანერი? ივანიშვილმა მიითვისა ქვეყანა, სადაც მსახიობი ციხეში უნდა იჯდეს თავისი ქვეყნის სიყვარულისთვის, მაგრამ ვინ ჩამოხსნა ფიზიკურად?
იმათ, ვისზეც რეჟიმი დგას: აი, იმ კაცებმა და ქალებმა, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა, მსახიობებს რომ უღებდნენ, ცინიკურად უღიმოდნენ და მერე გადაღებულს რომ დაამონტაჟებენ პროპაგანდის საკვებად.
აი, იმ კაცმა ჩამოხსნა – რეჟიმის უსახელო ჭანჭიკმა – თავისი ჭკუით მზაკვრულ შეკითხვებს რომ უსვამდა მსახიობებს, ოღონდ ეს მნიშვნელოვანი ჭანჭიკია, რადგან მათ გარეშე ივანიშვილი არაფერია. ის კაციც რეჟიმის ჭანჭიკია, კიბე რომ ააწყო, რადგან მაგ კიბის თავშიც ივანიშვილია.
ყველა ეს ადამიანი პასუხისმგებელია ქვეყნის კატასტროფაზე, ყველა ამ ადამიანის კისერზეა ანდროს და ასობით ადამიანის ტყვეობა.
და საქართველოს ვარდნა უფსკრულისკენ.
ჩვენი პატარა “ადოლფ აიხმანები” – დაგვავალეს და ვაკეთებდითო“, – წერს ლაშა ბუღაძე ფეისვუქის პირად გვერდზე.
“ყველა ეს ადამიანი პასუხისმგებელია ქვეყნის კატასტროფაზე, ყველა ამ ადამიანის კისერზეა ანდროს და ასობით ადამიანის ტყვეობა” – ლაშა ბუღაძე
პარალელი