გაეროს განცხადებით, ირანი და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები ომს უფლებების შესაზღუდად იყენებენ. ამავდროულად, ორგანიზაცია გმობს ისრაელსა და აშშ-ში მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებს.
„ჩვენ მოწმენი ვართ რეგიონში სამოქალაქო სივრცის მკვეთრი ‘სეკიურიტიზაციისა’ (უსაფრთხოების საბაბით შეზღუდვის), როდესაც მთავრობები აწესებენ მკაცრ რეგულაციებს მათზე, ვინც გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებს,“ — ნათქვამია გაეროს უფლებადამცველის, ფოლკერ თიურკის განცხადებაში.
მან ასევე დაგმო „მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები, როგორიცაა ისრაელის სამხედრო ცენზურის ორგანოების მიერ დაწესებული აკრძალვები და აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) მუქარა, რომ გააუქმებს იმ მედიასაშუალებების სამაუწყებლო ლიცენზიებს, რომელთა გაშუქებაც ომის მიმართ კრიტიკულად იქნება მიჩნეული“.
The post გაერო ომის ფონზე ირანსა და მთელ ახლო აღმოსავლეთს უფლებების დარღვევის შესახებ აფრთხილებს appeared first on გურია ნიუსი.