სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიასა და ვანში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა — Cnoba

GuriaNews სიახლე 01 Apr 2026, 09:33

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს. ინდივიდუალური მეწარმე ლ. ე. (მის: სამტრედია, სოფ იანეთი), ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, ეგრეთ წოდებულ ყველს აწარმოებდა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა ფიზიკური პირი მ. მ.-ც (მის: ვანი, სოფ. ზედავანი). რეგისტრაციის არქონის პარალელურად, […] The post სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიასა და ვანში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა appeared first on გურია ნიუსი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს.  

ინდივიდუალური მეწარმე ლ. ე. (მის: სამტრედია, სოფ იანეთი), ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, ეგრეთ წოდებულ ყველს აწარმოებდა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა ფიზიკური პირი მ. მ.-ც (მის: ვანი, სოფ. ზედავანი).

რეგისტრაციის არქონის პარალელურად, ობიექტებზე დარღვეული იყო სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ სურსათი აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

The post სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიასა და ვანში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური