სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 01 Apr 2026, 09:03

სასამართლომ თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობის პროექტი შეაჩერა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. მოსამართლე რიჩარდ ლეონმა დაადგინა, რომ პროექტის დაწყებამდე სათანადო პროცედურები არ იყო დაცული. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა ფონდმა თეთრი სახლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ფონდი ამტკიცებდა, რომ თეთრმა სახლმა კანონი დაარღვია, როდესაც მშენებლობა დაიწყო გეგმის წარმოდგენის გარეშე, არ მოითხოვა გარემოს დაცვითი შეფასება და უარი თქვა კონგრესისგან ნებართვის მოთხოვნაზე. მოსამართლემ აღნიშნა რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არის თეთრი სახლის მმართველი, თუმცა ის არ არის მისი მფლობელი. The post სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური