რუსთავის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ მონაწილე ახალგაზრდებმა სტაჟირების ერთი დღე საქართველოს პარლამენტში გაატარეს — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 01 Apr 2026, 08:20

საკანონმდებლო ორგანოში სტუდენტებს რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი შეხვდა. ახალგაზრდებმა კომიტეტის იმიტირებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, პლენარულ სხდომას დაესწრნენ და პარლამენტის მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას გაეცნენ. პლენარულ სხდომათა დარბაზში მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა. პროექტი „მართე შენი ქალაქი“ რუსთავის მერიის მიერ ინიცირებულია, რათა ახალგაზრდები თვითმმართველობის მუშაობაში ჩაერთონ და კარიერულ განვითარებას შეუწყონ ხელი. ამჟამად...

საკანონმდებლო ორგანოში სტუდენტებს რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი შეხვდა. ახალგაზრდებმა კომიტეტის იმიტირებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, პლენარულ სხდომას დაესწრნენ და პარლამენტის მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას გაეცნენ. პლენარულ სხდომათა დარბაზში მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა.

პროექტი „მართე შენი ქალაქი“ რუსთავის მერიის მიერ ინიცირებულია, რათა ახალგაზრდები თვითმმართველობის მუშაობაში ჩაერთონ და კარიერულ განვითარებას შეუწყონ ხელი. ამჟამად პროგრამაში 60 ახალგაზრდა დასაქმებულია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატის ბიუროშიც.

ცნობისთვის, ანალოგიური პროექტი ცოტა ხნის წინ რუსთავის საკრებულომაც დაიწყო, რეგისტრაცია მონაწილეობის მსურველთათვის უკვე გახსნილია.


რელევანტური