ცნობილია, როდის გაიმართება სინოდის სხდომა — Cnoba

MegaTV სიახლე 01 Apr 2026, 07:25

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით, 3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის […]

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით, 3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


რელევანტური