“თავის დროზე მეც, მათ შორის, ის ხალხი მებრძოდა, ვინც ზვიადი დაამხო” – მიხეილ სააკაშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 31 Mar 2026, 22:20

სააგენტო "პარალელი" “თავის დროზე მეც, მათ შორის, ის ხალხი მებრძოდა, ვინც ზვიადი დაამხო” – მიხეილ სააკაშვილი 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტების გახსენებით და ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი: “დღეს პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადების დღეა. ზვიადი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაუღალავი მებრძოლი, რომელიც დაამხო რუსეთმა თბილისური ფრონდის ხელით. ჩემი პრეზიდენტობის დროს მისი ყველა მომხრე რეაბილიტირებული იყო, ხოლო თავად ზვიად გამსახურდია გადმოსვენებული და […] “თავის დროზე მეც, მათ შორის, ის ხალხი მებრძოდა, ვინც ზვიადი დაამხო” – მიხეილ სააკაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“თავის დროზე მეც, მათ შორის, ის ხალხი მებრძოდა, ვინც ზვიადი დაამხო” – მიხეილ სააკაშვილი

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტების გახსენებით და ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

დღეს პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადების დღეა. ზვიადი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაუღალავი მებრძოლი, რომელიც დაამხო რუსეთმა თბილისური ფრონდის ხელით.

ჩემი პრეზიდენტობის დროს მისი ყველა მომხრე რეაბილიტირებული იყო, ხოლო თავად ზვიად გამსახურდია გადმოსვენებული და დაკრძალული მთაწმინდის პანთეონში.

ბევრი მსაყვედურობს, რომ გადატრიალების მონაწილეები არ დავსაჯეთ, მაგრამ ეს გაკეთებული იქნა ეროვნული შერიგების მიზნით და მე ყოველთვის ვიყავი და ვარ ასეთი თანხმობის მომხრე, თუმცა თავის დროზე მეც, მათ შორის, ის ხალხი მებრძოდა, ვინც ზვიადი დაამხო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“თავის დროზე მეც, მათ შორის, ის ხალხი მებრძოდა, ვინც ზვიადი დაამხო” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი