მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე გადაცემის „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ გვიყვება.
„აღმოჩნდა, რომ ცხოვრება არ ვიცოდი. 24 წლის ასაკში 2 პატარა ბავშვით აღმოვჩნდი სრულიად მარტო უცხო უბანში. გიგაზე ფეხმძიმედ ვიყავი და ნიკა მყავდა არც კი ორი წლის, როდესაც დავრჩი მეუღლის გარეშე. მე ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე და მეგონა, რომ თუ მის სახლში დავბრუნდებოდი მას ჩვენთან დაახლოების შანსს მივცემდი.
არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, რომ რადგან მეუღლეს დაცილებული ვიყავი, გიგას და ნიკა ცუდი გენი აქვთ, პირიქით ძალიან კარგი გენი აქვთ. ამ ყველაფრის გადატანა საკუთარ მხრებზე მომიწია. ვენახიც გამისხლავს, სახურავებიც გადამითოვლავს, ხარებსაც გავძღოლივარ. ჩემი ქმარი გაგიჟებით მიყვარდა და ეს მიჭირდა. შემდეგ გადმოვედით თბილისში. თივის ზვინში ჩავარდნილი ნემსივით ვიყავი“, – საუბრობს ეკა კუპატაძე.
The post ვიდეო: „24 წლის ასაკში 2 პატარა ბავშვით დავრჩი მეუღლის გარეშე…ძალიან მიყვარდა და მიჭირდა“ – ეკა კუპატაძე განვლილ რთულ ცხოვრებაზე appeared first on elNews.ge.