ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს — Cnoba

GuriaNews სიახლე 31 Mar 2026, 11:25

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა. “სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. შპს ,,როგია“ (მის. ქ. ბათუმი, მწვანე კონცხის ტერიტორია, სათნოების ქ N7) ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ნახევარფაბრიკატებს. დარღვეული იყო ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი. […] The post ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს appeared first on გურია ნიუსი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

შპს ,,როგია“ (მის. ქ. ბათუმი, მწვანე კონცხის ტერიტორია, სათნოების ქ N7) ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ნახევარფაბრიკატებს. დარღვეული იყო ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. შპს როგიას“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

The post ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური