ავსტრია 14 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს — Cnoba
ავსტრიის მთავრობამ ბავშვთა ონლაინ დაცვის ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც 14 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს. ეს შეზღუდვა სავალდებულო გახდება ისეთი პლატფორმებისთვის, როგორებიცაა Instagram-ი, TikTok-ი და Snapchat-ი. ქვეყნის ვიცე-კანცლერმა, ანდრეას ბაბლერმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელები ბავშვებში ამახინჯებს წარმოდგენებს გარეგნობაზე, ძალადობის ნორმალიზაციას უწყობს ხელს და სავსეა დეზინფორმაციით. მისი თქმით, დიდი პლატფორმები არ ზღუდავენ მავნე კონტენტს და მხოლოდ მოგებაზე არიან ორიენტირებულნი. შესაბამისი კანონპროექტის მომზადება ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. პარალელურად, ავსტრიის სკოლებში იგეგმება საგნის – „მედია და დემოკრატია“ შემოღება, სადაც ბავშვებს ყალბი ამბების ამოცნობასა და რადიკალიზაციის პრევენციას ასწავლიან. არასრულწლოვანებისთვის ციფრული პლატფორმების შეზღუდვაზე… The post ავსტრია 14 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.