როგორია ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ლანჩხუთში მატარებელი დაეჯახა — Cnoba
„წარმატებით დასრულდა მოზარდის ოპერაცია, რომელსაც გუშინ ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში მატარებელი დაეჯახა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია წერს. „უფლის წყალობით, ოპერაციამ კარგად ჩაირა, იმაზე უკეთესად, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. ახლა მთავარია, ყველა ლანჩხუთელმა და არა მარტო ლანჩხუთელმა, ვილოცოთ ანდრიასთვის“, – წერს ქალი. შეგახსენებთ, რომ მატარებლის დაჯახების შედეგად, მეოთხე კლასელმა ბიჭმა დაზიანება თავის არეში მიიღო, იგი ჯერ ლანჩხუთის „მედალფაში“ გადაიყვანეს, შემდეგ კი, ქუთაისში მდებარე მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც ბავშვის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. მოზარდი, რეამინაციულ განყოფილებაში, ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რჩება. The post როგორია ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ლანჩხუთში მატარებელი დაეჯახა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.