დღეს ზვიად გამსახურდია 87 წლის გახდებოდა — Cnoba
31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი დღეს 87 წლის გახდებოდა. მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წელს, დიდი ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად, 70-80-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა სულისჩამდგმელი და მედროშე იყო. ზვიად გამსახურდია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, ის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩია. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ზვიად გამსახურდია 1992 წლის… The post დღეს ზვიად გამსახურდია 87 წლის გახდებოდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.